logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დავით აღმაშენებლის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი ხელნაწერი...
- +

19 თებერვალი. 2017. 16:30


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს არის დავით აღმაშენებლის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა აღმოაჩინეს სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერთა საცავში - 1902 წელს. ხელნაწერი უჭირავს ივანე ჯავახიშვილს, ხოლო ფოტო გადაუღო ნიკო მარმა და დღეს ეს ფოტო ბატონ იოსებ მეგრელიძის არქივში ინახება. ხელნაწერის ბოლო ფურცელზე XII საუკუნის მხედრულით შესრულებულია მინაწერი: „ქ. მე, დავით, უნარჩევესმან მონამან ყოველთა ქრისტესთამან, განვგზავნე წიგნი ესე მთას წმიდას სინას; ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ".

 

აქვე გთავაზობთ 1122-1124 წლებით დათარიღებულ სპილენძის ქართულ მონეტას დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული", - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner