logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა „რუსთავი 2“-ზე: მართლაც ბარაბას გზას ადგახართ და თქვენი გამოსწორება არ იქნება!
- +

19 თებერვალი. 2017. 17:06



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქციის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„დამთავრდა ქათმების კრიახი. ველოდი, რომ აქოჩრილი ნიკა გვარამია ყივილისას, ერთხელ მაინც ახსენებდა 13 წლის წინ, ზუსტად 19 თებერვალს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დარბეულ ტელეკომპანია „იბერიას" და სოლიდარობას გამოუცხადებდა მის ჟურნალისტებს, მაგრამ ამაოდ. ველოდი, რომ ახსენებდა, რომ იდგნენ იმ რუსთაველზე სადაც დაარბიეს და დაასახიჩრეს 2007 წლის 7 ნოემბერს უბრალო მოქალაქეები, 26 მაისს სისხლიანი ღამე მოაწყეს და ეს იყო ცუდი, არ უთქვამს. მიმიფურთხებია ახლა თქვენი „სიმართლისთვის", თქვენ მართლაც ბარაბას გზას ადგახართ და თქვენი გამოსწორება არ იქნება! თქვენ არასდროს არ იქნებით ხალხის ტელევიზია, რადგან ხალხი ყოველთვის ფეხებზე გეკიდათ!", - წერს ნინო ჯღარკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner