ავტორი სოფო ხუგოიანი
„გიორგი ქადაგიძე ჩემში დადებით ემოციას არასდროს იწვევდა, მაგრამ ამ საკითხში ვეთანხმები, ჩვენი ქვეყანა არ საჭიროებს ამდენ სამინისტროს", ამ განცხადებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სამინისტროების გაუქმების ინიციატივით გამოდის. მისი მტკიცებით, ასეთი ოპტიმიზაცია საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.
„გიორგი ქადაგიძე ჩემში დადებით ემოციას არასდროს იწვევდა, მაგრამ ამ საკითხში ვეთანხმები, ჩვენი ქვეყანა არ საჭიროებს ამდენ სამინისტროს. შესაძლებელია რიგი სამინისტროების შეკვეცა, ეს ეფექტური იქნება. მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო, როგორც დემარტამენტი, უნდა შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს სავსებით ლოგიკური იქნება. კიდევ არის გარკვეული გაერთიანებების გაკეთების შესაძლებლობა. როცა უწყებები ერთიანდება შესაბამისად ხარჯებიც მცირდება", - განაცხადა ბათიაშვილმა.