logo_geo
eng_logo
ილია მეორე თბილისში 20 თებერვალს 18:00 საათზე დაბრუნდება
- +

19 თებერვალი. 2017. 17:16



სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში 20 თებერვალს, 18:00 საათზე, დაბრუნდება.


კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.


შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner