„ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.
შეხვედრა რუსთავის სარაგბო სტადიონზე, „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული გამარჯვებით ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს გამართავს.