მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობ, რომ იგეგმებოდა კონკრეტული ადამიანის მკვლელობა, თუმცა ამ ეტაპზე, იგი არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ სამიზნე საქართველოს პატრიარქი იყო.
„საუბარია კონკრეტულ საფრთხეებზე, ფარული აუდიო-ვიდეო მასალების საფუძველზე, სახეზე გვაქვს, რომ იგეგმებოდა ადამიანის მკვლელობა. ამისთვის არსებობდა შესაბამისი მოტივი. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებრობრივ წინსვლაზე, იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ბრალდებული მამალაძე, ამავდროულად საუბარია, რომ მკვლეობის ჩასადენად სჭირდებოდა ციანიდი. საუბარი მრავალ თემაზეა, მათ შორის, შესაძლოა, პატრიარქზე, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მე არც დავადასტურებ და არც უარყოფ, რომ ეს პიროვნება იყო პატრიარქი. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა სათანადო მტკიცებულებებს გამოვაქვექყნებთ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება გასაჯაროვდება.