ჟურნალისტი ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
„ერთი შენიშვნა ჩემგან „რუსთავი-2"-ს:
გასაგებია, რატომაც აკეთებთ ამას და ისიც მესმის, რომ სხვა გზა არ გაქვთ.
მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ამდენი წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც, ერთი სიტყვით მაინც რომ გეღიარებინათ თქვენი შეცდომა (ვიმეორებ - შეცდომა) მაინც, დანაშაული თუ არა, და გეთქვათ, რომ იმაში, რადაც წინა ხელისუფლება იქცა, თქვენც მიგიძღოდათ ლომის წილი, ახლა თქვენს მხარდამჭერ აქციაზე მთელი საქართველო იდგებოდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, მაგასაც თავისუფალი (ვიმეორებ - თავისუფალი) ნება სჭირდება", - წერს ლექსო ლეკიაშვილი.