logo_geo
eng_logo
ლექსო ლეკიაშვილი: ერთი შენიშვნა ჩემგან „რუსთავი-2“-ს...
- +

19 თებერვალი. 2017. 18:27



ჟურნალისტი ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:


„ერთი შენიშვნა ჩემგან „რუსთავი-2"-ს:

 

გასაგებია, რატომაც აკეთებთ ამას და ისიც მესმის, რომ სხვა გზა არ გაქვთ.

 

მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ამდენი წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც, ერთი სიტყვით მაინც რომ გეღიარებინათ თქვენი შეცდომა (ვიმეორებ - შეცდომა) მაინც, დანაშაული თუ არა, და გეთქვათ, რომ იმაში, რადაც წინა ხელისუფლება იქცა, თქვენც მიგიძღოდათ ლომის წილი, ახლა თქვენს მხარდამჭერ აქციაზე მთელი საქართველო იდგებოდა.

 

მაგრამ, როგორც ჩანს, მაგასაც თავისუფალი (ვიმეორებ - თავისუფალი) ნება სჭირდება", - წერს ლექსო ლეკიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner