logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: „რუსთავი 2“-ის თემაზე გამახსენდა და უნდა დავწერო...
- +

19 თებერვალი. 2017. 20:10



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:


„რუსთავი 2"-ის თემაზე გამახსენდა და უნდა დავწერო...

 

2004 წელია. ეს ტუტუცური ე.წ. ვარდებ ის რევოლუცია რამდენიმე თვის ჩავლილია...

 

მე ვმუშაობ ბადრი პატარკაციშვილის ჰოლდინგის ბეჭდური გამოცემების მთავარი რედატორის მოადგილედ.

 

ამ დროისთვის „ბუდარია" გადის „პირველ სტერეოზე", სტუდია „მაესტროს" ეგიდით. მიდის მოლაპარაკება „იმედთან" რომ იქ გადავიტანოთ „ბუდარია".

 

მოდის ალეკო მალხაზიშვილი და მეუბნება, რომ „რუსთავი 2" გვეპატიჟება!

 

- ამაზე დაბლა აწი პლანკა აღარ უნდა დავწიოთ! აზრზე ხარ რას მივაღწიეთ? ყველაზე მაგარი ტელევიზია იქეთ გვთხოვს რომ გადავიდეთ მათთან - მეუბნება ის.

 

- ბიჯო, ნუ ხარ გოიმი! ერთი „რუსთავი 2"-ის დედაც. რის პლანკა! „რუსთავი 2" არის ყველაზე ბანძი ტელევიზია! ეგენი არიან ჟვანიას და სააკაშვილის ტელევიზია - ასეთ პასუხს არ ელოდა მალხაზიშვილი და დაიბნა. მერე უკვე ძალიან „საქმიანზე" გადავიდა.

 

- შენ ძმაო, მუშაობ აგერ, ბადრისთან და მე უკვე რადიოებშიც აღარ მაქვს სამუშაო. თან გოგიჩამ (დათო გოგიჩაიშვილი) მითხრა, რომ თავის სხვა გადაცემაშიც („შაბათის შოუ") დამაკავებს და დამემატება ცოტა ფული. „ფარულ კამერას" შენ მიხედავ და მე საშუალება მქნება „შაბათის შოუშიც" ვიყო...

 

- ანუ, გამოდის, შენი გულისთვის უნდა წამოვიდე მაგ საბანძეთში?

 

- მერე რა? „იმედზე" არ მინდა მე რა. ბიძინა (ბარათაშვილი!) არ გამაჯეჯილებს და აქ, აგერ აქეთ გვთავაზობენ და თან ჩემთვის დამატებით შემოსავალიც არის რა გოგიჩას პონტში...

აქ მე ვფიქრობ, რომ მე მაინც ვმუშაობ და მაინც არ მექნება ბევრი დრო. ამიტომ კარგი, მეგობარს და საქმიან პარტნიორს მაინც შევუწყობ ხელს. მით უმეტეს, გაბრაზებული ვარ „ხალხზე"! როცა მიშა პარლამენტში წიხლებით (და არა ვარდებით!) შევარდა, მე ვამბობდი - ამ ავანტიურისტს და სისხლიან კაცს ნუ უწყობთ ხელს მეთქი და სულ „შევარდნაძის მონა" მეძახეს. კიდევ კარგი პრესაში შევარდნაძის საწინააღმდეგო უმარავი მასალა მქონდა დანაბეჭდი...

 

მოკლედ, გადავედი „რუსთავი2"-ზე...

 

1 წელიც არ გასულა, იმ ხალხმა, ვინც მე მანამდე „შევარდნაძის მონას" მეძახდა, დამიწყო ხვეწნა - 20 ლარი მასესხეო და თან სააკაშვილის ლანძღვა -გინება - ეს ვინ ყოფილაო! სამსაუხრებიდან გაგვაგდო და ქუჩაში დაგვყარაო!

 

რაც შეეხება მალხაზიშვილს, ის ყოველ მეორე დღეს მეუბნებოდა - აუ, გოგიჩა რა მაგრად არის ბიჭო, გაქაჩული, წამოიდგინე, თვით მიშა ეძახის ხოლმე ლანჩზეო და ერთად ვახშმობენ  და საუბრობენო!

 

- ერთი მიშას დედაც და მისი ლანჩიც! რომ მეხვეწოს იქ მიმსვლელი არ ვარ, რა გოიმიზმია, მიშასთან ლანჩი გშურდეს - მეთქი, ვეუბნებოდი.

 

მერე იყო „სამედიცინო კოლეჯის" სტუდენტების აქციის დარბევა, სადაც პირველად დამაფიქსირეს, რომ მივედი და  პროტესტ ი გამოვთქვი რეჟიმის წინააღმდეგ! (2005)

მერე იყო 2007 წლის 7 ნომებერი! უკვე მოუთმენელი! და წამოვედი ამ არა ადამიანებისგან!

 

ალეკო მალხაზიშვილმა კი, მანამდე „კვანტი დაუდო" დავით გოგიჩაიშვილს, გააგდებინა ტელევიზიიდან და თავად დაჯდა მის ადგილზე!

 

აგერ, ამ ფოტოში ჩანს, რომ ოცნებაც აუსრულებია - მიშასთნ ერთად მწვადაობს!" ,- წერს სვანიძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner