logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ის რომ „რუსთავი 2“ გათიშული იყო, ეს არის არხის კაპასი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება!
- +

19 თებერვალი. 2017. 20:45


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის რომ „რუსთავი 2" გათიშული იყო, ეს არის არხის ისტერიჩკა და კაპასი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება.

 

ის რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია, ჯულიეტოვნას მეტი არავინ იტყვის.

 

რაც შეეხება სასამართლოს, ის „რუსთავი 2"-ის გათიშვის გადაწყვეტილებას კი არ გამოიტანს, არამედ მფლობელს შეცვლის. არხი როგორც საწარმო - დარჩება (თუ მოსამართლეს აქციების, ან მასზე ზეწოლის ეშინია, ის მოსამართლე კი არა, ნაძირალა და ფარჩაკია!!!).

 

ყველგან ბიძინას „მსახვრალი ხელის" ძებნა, სისულელეა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გოგოტიშვილის, ან კვესიტაძის თავისუფალი ჟურნალისტობა", - წერს გაბრიჭძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner