logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მზად ვართ, ეკლესიამ 25 კი არა - 80 და 100 მილიონი ლარი მიიღოს
- +

19 თებერვალი. 2017. 21:59



„მინდა დააკვირდეთ რა მზაკვრულად საუბრობს დავით ბერძენიშვილი, თითქოს და საბჭოთა პერიოდში პატრიარქს ჰქონდა რაღაცა საქმიანი ურთიერთობები და იქ სპეცსამსახურებიც ახსენა. რა მზაკვრული საუბარია. სწორედ ეს მზაკვრები იყვნენ სინამდვილეში, ბერძენიშვილები და მათი რესპუბლიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა", ბოკერიები, „თავისუფლების ინსტიტუტი" და ა.შ. ისინი მიზანმიმართულად ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას და მტელი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. ეს ხალხი იყო რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ეკლესისს, პატრიარქის, მართმადიდებლობის დისკრედიტაცია" ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა და საქართველოს ეკლესიის დაფინანსების შესახებ ისაუბრა.



„დღეს ეკლესია 25 მილიონი ლარით ფინანსდება. ჯერ პირველი ეკლესიის ხელისუფლებასთან შეზრდა ეს არის დემაგოგია და მეტი არაფერი. ეკლესია არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ხელისუფლებასთან შეზრდა და ამის ნიშნები არ არსებობს. ეს 25 მილიონი ლარი არანაირად არ არის საკმარისი ეკლესიისთვის. ჩვენი ბიუჯეტი დღეს 10 მილიარდ ლარზე ცოტა მეტია, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ბიუჯეტის გადამხდელები. ჩვენ მართმადიდებლები 3 მილიონზე მეტი ვართ ამ ქვეყანაში და ჩვენ გვინდა არათუ შეუწყდეს ეკლესიას დაფინანსება, არამედ გაიზარდოს ეს დაფინანსება. ჩვენ ვაფინანსებთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბიუჯეტიდან 40-45 მილიონი ლარით. გვინდა, რომ ავაშენოთ ხალხის ტელევიზია და ვერა და ვერ ავაშენეთ, მაგრამ უარს არ ვამბობთ კიდევ დავაფინანსოთ. ჩვენ გვინდა ასევე ეკლესიაც ფინანსდებოდეს და მზად ვართ ეკლესიამ 25 კი არა 80 და 100 მილიონი ლარი მიიღოს. პარლამენტში ვიბრძოლებ, რომ გაიზარდოს ეკლესიის დაფინანსება", - განაცხადა ინაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner