logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ძალიან დიდი მზაკვრობა იგეგმება...
- +

19 თებერვალი. 2017. 22:50


 

 „მე არ შევხვედრირვალ უფრო გონიერ, უფრო წესიერ, უფრო ბრძენ ადამიანს ვიდრე საქართველოს პატრიარქია. სრულიად ვენდობი მას, რომ აკონტროლებს სიტუაციას. სინოდშიც არიან პირები, რომელზეც დგას საქართველო. საზოგადოება მინდა იყოს მშვიდად. ახლა დისკრედიტაცია მიდის ეკლესიის, ამას ყველა ვხედავთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ინაშვილმა ასევე ისაუბრა დოკუმენტებზე, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. როგორც ინაშვილმა განაცხადა სრულ ვერსიას 20 თებერვალს „პატრიოტთა ალიანსის" სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროებს.


„ძალიან დიდი მზაკვრობა იგეგმება, რაზეც ხვალ ბრიფინგი გვაქვს. ხვალ ვისაუბრებთ ძალიან მკაფიოდ, დოკუმენტზე, რომელსაც გავასაჯაროებთ. ახლა მხოლოდ ერთ პუნქტს წაგიკითხავთ. ამ გეგმის გახორციელებას ცდილობდა „თავისუფალი ინსტიტუტი", ბატონი ბერძენიშვილები, გიგა ბოკერია, რომელიც ვითომ „ნაციონალებს" გამოეყო.

 

„საპატრიარქოს თავი", - ეს დოკუმენტიდან ნაწყვეტია, თუ რას გეგმავდნენ ეკლესიის წინააღმდეგ: „აისახოს დოკუმენტურ ფილმებში, რა ვითარებაა სინოდში. უნდა ითქვას დოკუმენტურ ფილმებში, რომ სინოდი გახლეჩილია, რამდენიმე ნაწილად. პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს სიტუაციას. სინოდი უნდა წარმოჩნდეს ამ დოკუმენტურ ფილმებში, როგორც უუნარო ორგანო, როგორც კორუმპირებული მეუფეების ჯგუფი, ფანატიკოსები, მექრთამეები, რეფორმატორები", - განაცხადა ინაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner