logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ძალიან არ მომწონს ასეთი ღია გალაშქრება ეკლესიის წინააღმდეგ
- +

19 თებერვალი. 2017. 23:44



„ეს არის ცივილიზებული ფორმით შეტევა ეკლესიაზე. პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოშია სარჩელი შეტანილი. სარჩელი, რომელიც ეხება სწორედ დაფინანსების და შეღავათების მოხსნას ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის ეს არ არის დასაბუთებული სარჩელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ერთგვარად ეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებული პროცესი გვერდითი შეტევებიდან შეავსეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც ბესელია აღნიშნავს, თუ ვინმეს აქვს კითხვები რატომ მოხდა ამა თუ იმ ქონების ეკლესიისთვის 1 ლარად გადაცემა დასვას ეს შეკითხვები, მაგრამ პირდაპირ შეტევებს ნუ განახორციელებს, რაც გულისხმობს მართმადიდებელი ეკლესიისთვის დაფინანსების სრულიად შეწყვეტას.


„ეს საკითხი არ დაწყებული გუშინ და გუშინწინ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური შეთანხმება. კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო კონსტიტუცია აღიარებს მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას. ისტორიულადაც ხომ ასე იყო სახელმწიფოებრივი იდეა იყო გამთლიანებული მართმადიდებლურ იდეასთან. ამის წყალობით სახემწიფოებრივობა გადაურცა უამრავ ქარტეხილს. ჩვენი მთლიანი ისტორია არის სწორედ ეს. წარსულთან, ისტორიასთან და ეკლესიასთან ბრძოლა არავის არასდროს მოუგია. ეკლესია არ ერევა სახელმწიფო საქმეებში და სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში. ძალიან არ მომწონს ასეთი ღია გალაშქრება ეკლესიის წინააღმდეგ.

 

კარგად იცით, რომ ეკლესია საგანმანათლებლო კუთხით ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ასე მარტივად არ ხდება, რომ ვირაცამ მოინდომა და 1 ლარად გადასცა საკუთრება ეკლესიას. ამ გადაწყვეტილებას აქვს დასაბუთება, განმარტებები. ამ საკითხს ასე მარტივად არ შევხედავდი. თუ ვინმეს უჩნდება კითხვა რატომ იყო ზოგიერთი გადაწყვეტილება მიღებული დასვას ეს კითხვები.  ჩვენ ვუფრთხილდებით მართმადიდებელ ეკლესიას და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მას განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს ქვეყნის ცხოვრებაში", - განაცხადა ბესელიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner