logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მე დღეს აღარ ვარ „ობიექტივი“ და არ შემიძლია დაგისახელოთ წყარო
- +

19 თებერვალი. 2017. 23:48



ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის შეკითხვას, „ვინ მიაწოდა ტელეკომპანია „ობიექტივს" პატრიარქის ვიდეოს სრული ვერსია" პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პასუხობს, რომ  „სამწუხაროდ, მე დღეს აღარ ვარ „ობიექტივი" და არანაირად არ შემიძლია დაგისახელოთ წყარო".


„ძალიან მიხარია, რომ „ობიექტივი~" კვლავ აღმოჩნდა, ის ობიექტური ტელევიზია, რომელმაც გაავრცელა პატრიარქის ჩანაწერის სრული ვერსია. სამწუხაროდ, მე დღეს აღარ ვარ „ობიექტივი" და არანაირად არ შემიძლია დაგისახელოთ წყარო", - განაცხადა ინაშვილმა.

 

შეგახსენბთ, რომ ტელეკომპანია „ობიექტივმა" გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. „ობიექტივის" მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:


„რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - ამბობს პატრიარქი.


„ობიექტივის" მიერ გავრცელებული პატრიარქის მიმართვის სრული ვერსია ასეთია:


„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

 

რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან -მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?

 

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - აცხადებს პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner