logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების ნაწილი უნდა გასაჯაროვდეს...
- +

20 თებერვალი. 2017. 00:52


 

„როგორცკი მტკიცებულებების ნაწილი საჯარო გახდება, საზოგადოებისთვის ბევრი რამ თვალსაჩინო გახდება", - ამ სიტყვებით ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც ბესელია აცხადებს, საჭიროა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მტკიცებულებების ნაწილი საჯარო გახადოს.


„ჩვენ რა განცხადებებიც გავაკეთეთ იყო შსატყვისი. იგივე პოზიციას ვინარჩუნებ დღესაც. ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების ნაწილი უნდა გასაჯაროვდეს, რომ საზოგადოების დიდი ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული. ყველაფერი სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამ სიმართლის გასარკვევად პროკურატურამ და გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე იქნას საქმე მიყვანილი", - აღნიშნა ბესელიამ.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner