logo_geo
eng_logo
რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს
- +

28 მარტი. 2016. 14:40



საქართველოში ამ ზაფხულში 200 000-დან 300 000-მდე ტურისტი გეგმავს ჩასვლას.  რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაცვალეს. რუსი ტურისტების რაოდენობა სამივე ქვეყანაში 50%-ით გაიზარდა.


რუსეთის ტუროპერატორების განცხადებით, ასევე იმატა ტურისტების დაინტერესებამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარით.


„საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაჯავშნილი ტურების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. საქართველოში ამ ზაფხულს 200 000-დან 300 000-მდე ტურისტი გეგმავს ჩასვლას", - განაცხადა კომპანია „დელფინის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი რომაშკინმა.

 

ტურისტული სააგენტო „თრეველის" დირექტორის ალექსეი დოროშის განცხადებით კი, 2015 წელთან შედარებით, ბათუმის მიმართულებით ჯავშნები 3,2-ჯერ გაიზარდა.


გასულ კვირას რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს საზაფხულოდ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს რუსების რეკორდული რაოდენობა.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner