logo_geo
eng_logo
კიევში რადიკალ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
- +

20 თებერვალი. 2017. 01:38


 

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომიტინგეები და ძალოვნები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მომიტინგეები თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სავაჭრო ბლოკადას ითხოვენ.


შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბარში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებას უარყოფს.


სახალხო დეპუტატ სემიონ სემიონჩენკოს თქმით კი, დაპირისპირება იმინ გამოიწვია, რომ სამართალდამცველები სახალხო დეპუტატებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მდებარე ქუჩაზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდა.


გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის კორდონის უკან ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებიც არიან.


ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა რადიკალი მომიტინგეების ნაწილი დააკავეს.


რამდენიმე ასეული ადამიანი კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიტინგს მართავს თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სავაჭრო ბლოკადის მოთხოვნით. დემონნსტრანტებს შორის არიან ორგანიზაცია "უკრაინის ნაციონალისტებიც" წარმომადგენლებიც.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner