logo_geo
eng_logo
თინათინ მღვდლიაშვილი: ბევრი რამ დამრჩა სათქმელი...
- +

20 თებერვალი. 2017. 02:58


 

პოეტი, მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

 

„დღეს პირველად ვაქვეყნებ ფოტოს, რომელიც საპატრიარქოს რეზიდენციის ეზოში გადაგვიღო ერთმა მონაზონმა. ჩემი და პატრიარქის შეხვედრის ინიციატორი გახლდათ სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი. სხვათა შორის, სწორედ ამ შეხვედრის დროს შეიტყო პატრიარქმა ჩემგან, თუ რა ვითარებაში დაიმტვრა ჩემ მიერ შემკობილი და სამების ტაძრისთვის შეწირული წმიდა დავით აღმაშენებლის ხატი, რამაც აღაშფოთა, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს...

 

ლექსების წაკითხვა მთხოვა, მგალობლების გალობის ფონზე, შემდეგ კი ოქროს სამაჯურით დამასაჩუქრა... ადრეც, რამდენჯერმე, გვქონია შეხვედრა, მაგრამ, სწორედ, იმ საღამოს მოვახერხე, რომ რაღაც სიმართლე მიმეწოდებინა მისთვის... სხვას არაფერს ვიტყვი... ჩვენი საუბარი ბევრს ესმოდა... მაგალითად, ვერ ვკითხე, რატომ აღარ ჟღერს მისი კურთხევით შექმნილი, ჩემს ლექსზე დაწერილი ,,სამების საგალობელი"?.. და კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი... ერთი კი დანამდვილებით ვიცი, მას უყვარს ჩემი პოეზია... იცის, როგორ მიყვარს სამშობლო და რამდენიმე  წლის წინათ, იმიტომ მაჩუქა მოოქროვილი წიგნი ,,ნათელი ქრისტესი  საქართველო"... ულამაზესი წიგნია, ზუსტად ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შესაფერი... იმ წამებული ქვეყნის, დამარცხება რომ არ უწერია!", - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner