logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ს: დემოკრატიის მანტიით ნუ იფარებით და არჩევანის ნუ გრცხვენიათ...
- +

20 თებერვალი. 2017. 03:36


 

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„თავისივე ხელით და ნებით შეჩერებაზე სხვას სდებდნენ ბრალს და თავს ისაწყლებდნენ თუ სხვერპლად მოჰყავდეთ - ეს იქნება არხი თუ ადამიანი - ყველა ლოგიკას სცილდება ... თუ ამითი გვარამიას უნდა გადაფაროს თავისივე დანაშაული (ნახევრად აღიარებული და თავისივე ჩაწერილი ფირები) ან კიდევ საპროტესტო მუხტი აწიონ საპროტესტო აქციისთის ძალიან პრიმიტიული სქემაა...

 

ვინც იცავს მედიას, რას იცავს ერთი გამაგებინონ: არც თავისუფლება, არც განსხვავებული აზრის პრინციპული მნიშვნელობა, არც მიუკერძოებელობის სიმბოლო, არც სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლე ჩაგრული ჟურალისტები (ასეთი მაღალი ხელფასები სხვაგან სადაა), არავითარი კავშირი არა აქვს დღევანდელ დადგმებს იმედის ტრაგედიასთან... ეს არის ანგაჟირებული, ერთი ძალის პროპაგანისტული ბრძოლის ინსტრუმენტად ქცეული არხი, რომელიც ტოტალური ძალაუფლების დაკარგვას ვერ შეეგუა... შესაბამისად, მათი მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა იმ 9 წლის უსამართლობის, ადამიანების გათელვის და ქვეყნის პერსონალურ ხუშტურებზე გაწირივის მხარდაჭერა... ისიც ცხადია, რომ ამის უფლება ყველას გააჩნია, მაგრამ დემოკრატიის მანტიით ნუ იფარებით და არჩევანის ნუ გრცხვენიათ, ღრმეთმა ქნას, არც დასანანი არ გაგიხდეთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner