შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული ბ.უ. და 1966 წელს დაბადებული ე.ტ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული რუსთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომანქანით კონსტიტუციის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღო. ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა, ნიღბები და ხელთათმანები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.