პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" კომიქსის ფორმატით დაიბეჭდება. ნახატები გამოცემა georgianjournal.ge-ში გამოქვეყნდა.
კომიქსური „ვეფხისტყაოსანი" 2017 წლის გაზაფხულზე გამოიცემა. ნახატების ავტორია დავით მაჭავარიანი, რომელიც მომავალში ანიმაციური ფილმის გადაღებასაც გეგმავს.