სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში დღეს დაბრუნდება. კათალიკოს-პატრიარქი, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება.
შეგახსენებთ, პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს. ამ დროისთვის უწმინდესის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პატრიარქი თბილისში 17:30 საათზე ჩამოფრინდება.