logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურატურა ნიკა ლომინაძის რეალურ მკვლელს ეძებს
- +

20 თებერვალი. 2017. 12:36




საქართველოს მთავარი პროკურატურა „AES თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.


როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ ნიკა ლომინაძის საქმეზე ბრალდებულების გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას გათავისუფლების შემდეგ განუცხადა, გამორიცხული არ არის, საქმეში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ.


„ამ დრომდე ბრალდებულად ცნობილი პირები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. როგორც პროკურორს, ახალი მასალებისა და მტკიცებულებების ფარგლებში, მათი გათავისუფლების მოლოდინი მქონდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დასადგენად. რა თქმა უნდა, ყველა საგამოძიებო მოქმედება განხორციელდება, რათა რეალური დამნაშავის დადგენა მოხდეს. ამ ეტაპისთვის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, მეტ დეტალს ვერ გეტყვით, თუმცა, არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ საქმეში იმდროინდელი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ. ამას გამოძიება დაადგენს",- განაცხადა საქმის პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ.


„AES თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის საქმეზე ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner