logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ირაკლი მამალაძემ მაჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომლის გამოც შეშინებული იყო
- +

20 თებერვალი. 2017. 14:33



ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მომწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძემ მას აჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომლის გამო თავადაც შეშინებული იყო.


ჭკადუას განცხადებით, მას ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული 3 ჩანაწერი აქვს მოსმენილი და ერთი წერილობითი მტკიცებულება ნანახი, თუმცა მათ შინაარსზე ვერ ისაუბრებს.


„ირაკლი მამალაძემ მომასმენინა აუდიოჩანაწერი, რომელიც მოსასმენად ძალიან მძიმეა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. წარმოუდგენელია, როდესაც ეკლესიასთან დაკავშირებული პირები საუბრობენ იმ ლექსიკით, იმ ფორმითა და იმ საკითხებზე, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. ფარული ჩანაწერის მოსმენის მიუხედავად, დაჯერება გამიჭიდა, თუმცა ირაკლი მამალაძემ მაჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომელზეც თავადაც შეშინებული იყო და ჩადებული ჰქონდა პარკში, რადგან არ უნდოდა, დოკუმეტზე მისი დნმ-იც დაფიქსირებულიყო. ჩვენ ვურჩიეთ, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ამ დანაშაულის თანამონაწილე ან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აგებდა პასუხს აუცილებლად", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


მისივე თქმით, ირაკლი მამალაძე არ აპირებდა სამართალდამცავ ორგანოში მისვლას, თუმცა ერთ-ერთმა სატელეფონო ზარმა, რომელიც მასთან დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განახორციელა, გადაწყვეტილება გადააფიქრებინა და მიმართა პროკურატურას.


რაც შეეხება მტკიცებულებების გასაჯაროებას, ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ მათი გამოქვეყნება ყველაზე მეტად პროკურატურას სურს, რათა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

 

„პროკურატურა და სახელმწიფო დღეს უფრთხილდებიან საპატრიარქოს პრესტიჟს და პატრიარქის სახელს, რომ არ შეიბღალოს. თუ პატრიარქის სურვილი იქნება, მაშინ ალბათ მოხდება მტკიცებულებების გასაჯაროება. თუ უწმინდესი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველას აპატიოს ყველაფერი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, გამოძიების გაგრძელებას აზრი არ ექნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner