logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი, სავარაუდოდ, სასულიერო პირი ფიგურირებს
- +

20 თებერვალი. 2017. 14:39



ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი - სავარაუდოდ, სასულიერო პირი ფიგურირებს.


როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ირაკლი მამალაძემ მას მოასმენინა ორი ფარული ჩანაწერი, სადაც სამი პირი დანაშაულს გეგმავს.


ირმა ჭკადუას განცხადებით, ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში ირაკლი მამალაძის და დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბარია ჩაწერილი. ადვოკატის თქმით, საუბრის შინაარსი, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, მისთვის შოკისმომგვრელი იყო.


მისივე თქმით, საქმეში არსებობს ასევე წერილობითი მტკიცებულებაც, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.


„როდესაც ფარულ ჩანაწერებში საუბრის შინაარსი მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამივე პირი იყო თანამზრახველი. ამ საუბრის მონაწილეებს შორის ერთ-ერთია დეკანოზი გორგი მამალაძე. დანარჩენი ორიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირია", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner