logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა
- +

28 მარტი. 2016. 14:48



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანდიდატურები პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ორი მოსამართლე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.


„იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით, გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შეძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენი და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას", - განაცხადა მარგველაშვილმა.     


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner