logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს
- +

20 თებერვალი. 2017. 14:54



მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი გიორგი ფანცულაია დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.


გიორგი ფანცულაის თქმით, განცხადება გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმების მოთხოვნას ეხება. ასევე, ადვოკატი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კონკერტულ დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას.


„დღეს სამიდან ოთხ საათამდე საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადებას შევიტან, სადაც გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას მოვითხოვ. ვაპირებ, რომ მედიის საშუალებით განცხადების ტექსტი გავაჟღერო და კონკრეტულ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება",- განუცხადა „პირველს" გიორგი ფანცულაიამ.


საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.


დაცვის მხარეს პროკურატურამ გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner