„ნაციონალური მოძრაობა" ინტენსიურად მუშაობს, რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ჯოზეფ დოლის მიერ „რუსთავი 2"-ისთვის მიცემული ინტერვიუს.
ვოლსკის თქმით, EPP-ის პარტიაში გაერთიანებული პოლიტიკური ხელმძღვანელები, ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები და თავად ტუსკი სხვა აზრის არიან საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ევროპარლამენტარები არ შეცვლიან თავიანთ პოზიციას, მაგრამ ერთიც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ვფიქრობ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესის სერიოზული ნაბიჯი, როდესაც თავად არ არიან ხელისუფლებაში. თავად მათი ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას მე ნამდვილად ნაკლებად ვხედავ", - განაცხადა ვოლსკიმ.