logo_geo
eng_logo
სად განხორციელდება უკონტაქტო პატრულირება - შს მინისტრის მოადგილის კომენტარი
- +

20 თებერვალი. 2017. 16:59



„უკონტაქტო პატრულირება, შესაბამისი ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში იმ ადგილებში განხორციელდება, სადაც გაზრდილი დარღვევები ფიქსირდება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა შალვა ხუციშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა გააცნო. შალვა ხუციშვილის განმარტებით, თუკი პარლამენტი უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს მიიღებს, ქუჩებში ივლიან ჩვეულებრივი მანქანები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან პატრულირებისა და კონტროლის ფარული ელექტრონული სისტემებით. მანქანაში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი შს სამინისტროს თანამშრომელი იქნება.


როგორც ხუციშვილმა განაცხადა, უკონტაქტო პატრულების ხიბლი მდგომარეობს ფარულობაში, თუმცა შს სამინისტრო მზად არის, იმ ქუჩებზე, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბანერი განათავსოს. ხუციშვილის თქმით, პროექტის მიღების შემთხვევაში, ასეთი სულ 20 მანქანა ივლის.


„ეს არის ტექნოლოგიური ხერხი, რაც ეფექტურობას გაზრდის", - აღნიშნა ხუციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner