logo_geo
eng_logo
„პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე“ - გიორგი ტიგინაშვილის განცხადება
- +

20 თებერვალი. 2017. 17:12


 

„საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს... ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", - ამის შესახებ „კვირის პალიტრას" თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი გიორგი ტიგინაშვილი ესაუბრა.


მისივე თქმით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრებამდე, უწმინდესის ფაქსიმილე გაქრა.

 

„როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ", - განაცხადა ტიგინაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner