ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ დეკანოზმა რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას მაშინ, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი.
„მამა გიორგიმ მონაწილეობა მარტივი მიზეზის გამო ვერ მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. აქედან გამომდინარე ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, თქვა შენიშვნის სახით, რომ ის არ გაურბის გამოძიებას და ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს. ელემენტარულად ადამიანს 39 აქვს სიცხე და შეიძლება მისი ხმის ტემბრი შემოწმდეს?", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ტიპის ექსპერტიზაში უნდა მიეღო მონაწილეობა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.