logo_geo
eng_logo
გერმანია მიგრანტთა რეკორდული რაოდენობის დეპორტაციისთვის ემზადება
- +

20 თებერვალი. 2017. 20:21



2017 წელს, გერმანია მიგრანტთა რეკორდული რაოდენობის დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ ანგელა მერკელის ადმინისტრაციის უფროსმა პეტერ ალტმაიერმა გამოცემა  Bild am Sonntag-ს შეატყობინა. მისი თქმით, 2016 წელს, თავშესაფრის მინიჭების 700 000 მოთხოვნიდან 300 000 არ დაკმაყოფილდა. ახლა ბერლინი ელოდება, როდის მოხდება ამ 300 000 ადამიანის დეპორტაცია. ისინი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის რეპუტაცია შეილახება, აღნიშნა ალტმაიერმა.


შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ შეიმუშავა გეგმა იმ პირების დაჩქარებული დეპორტაციისთვის, ვისაც ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა. კერძოდ, გერმანიის ხელისუფლება აპირებს შექმნას სპეციალური სადეპორტაციო ცენტრები , საიდანაც ადამიანებს სისტემატურად გაგზავნიან სახლებში.  ასევე, არსებობს შეთავაზება იმ პირების ფინანსური წახალისებისთვის, ვინც საკუთარი ნებით გადაწყვეტს სახლში დაბრუნებას (ამისთვის 40 მლნ ევროა გამოყოფილი) , და იმ ქვეყნებზე ზეწოლის გაძლიერება, რომლებიც უარს ამბობენ, მიიღონ საკუთარი მოქალაქეები.


კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც ევროპული პროგრამის "ღია კარების" სულისჩამდგმელი იყო, უკვე თხოვს მიგრანტებს, არ დაელოდონ გაძევებას და ნებაყოფლობით დატოვონ გერმანია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner