logo_geo
eng_logo
ვარკეთილში 25 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
- +

20 თებერვალი. 2017. 20:52


 


ფონდ „ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტი ანი ლომაშვილი კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ფონდ „ერთიანობის" თანამშრომლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ ანი ლომაშვილი აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვა, თუმცა აღნიშნული ვერსიის მათ არ სჯერათ და ვარაუდობენ, რომ ლომაშვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.


ფონდ „ერთიანობის" იურიდიული სამსახურის უფროსის, ზვიად კვირიკაძის თქმით, ანი ლომაშვილი ქმართან გასული წლის სექტემბრის შემდეგ აღარ ცხოვრობდა, მათი 4 წლის ვაჟი კი მამასთან შაბათ-კვირას, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სახლში მიჰყავდა. სახლი მის ქმარს ეკუთვნის. სწორედ აღნიშნულ სახლში გარდაიცვალა 25 წლის ანი ლომაშვილი.

 

„გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ  ჩამომხრჩვალი იპოვა. ამ გოგოს ქმართან მიჰყავდა შაბათ-კვირას 4 წლის ვაჟი სანახავად, ამ შაბათსაც მიიყვანა მამასთან. ქმარი ამბობს, მე და ბავშვს გვეძინა და აბანოში რომ შევედი, ვნახე ჩამომხრჩვალი ძაღლის ჯაჭვითო. ჩვენ მისი არ გვჯერა, ჩვენ გვგონია, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მას ძალადობის ნიშნებიც ეტყობა. რეალურად, შემთხვევის დროს ოჯახში არავინ იმყოფებოდა, მეუღლის და ბავშვის გარდა. ანი და მისი ყოფილი მეუღლე ხშირად ჩხუბობდნენ, ანი ხშირად ამბობდა ქმარი მომკლავსო. ფაქტობრივად, გაცილებული იყო - 2016 წლის სექტემბრიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, ანი უმეტესწილად გლდანში, ნათლიასთან ცხოვრობდა", -განუცხადა „კვირას" ზვიად კვირიკაძემ.


როგორც „კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, ადგილი ჰქონდა სუიციდს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner