logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: საპარლამენტო უმრავლესობას არანაირ პრობლემას არ ვუქმნით
- +

28 მარტი. 2016. 15:11



ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას არანაირ პრობლემას არ ვუქმნით", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,

რესპუბლიკური პარტიის არც ერთი წევრი თანამდებობას არ ტოვებს.  



რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ის, თუ რატომ არ ვამბობთ დღეს და რატომ ვიტყვით რამდენიმე დღეში, ითქმება მაშინ, როცა ითქმება ინფორმაცია. არაფერია საიდუმლო - მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მათ შორის ვადასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გამოვაცხადოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კოალიციიდან გასვლა და სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება არ განიხილება", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner