logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: დღეს აღმოვაჩინე, რა ყოფილა სინამდვილეში შიში
- +

20 თებერვალი. 2017. 21:02




ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ facebook-ის პირად გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ  ავტოსაგზაო შემთხვევა აიცილა თავიდან.


„ახლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში. გამოვედი სამსახურიდან, გადმოვდივარ გადასასვლელზე, ჩემი გზაა, მწვანე ანთია. მოვდივარ და ვფიქრობ, გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე. არსაიდან გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი,რომ ვერ გაჩერდებოდა, კივილი, ტორმუზების ხრჭიალი და სადღაც გადავხტი.

 

მოკლედ, გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ.

 

მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. არ მცოდნია, დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში", - წერს გრიგოლია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner