logo_geo
eng_logo
ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
- +

20 თებერვალი. 2017. 21:56


გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ 20 თებერვალს ნიუ-იორკში უდროოდ გარდაიცვალა გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი", - ნათქვამია განცხადებაში.


ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა. ხვალ, 21 თებერვალს მას 65 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზზე ჯერ არ გავრცელებულა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner