logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ვის არ ახსოვს ჯემალ სეფიაშვილის შედევრალური სიმღერები?!
- +

20 თებერვალი. 2017. 22:36


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

 

„1947 წლის 19 თებერვალს დაბადებულა ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი, ჩვენი უსაყვარლესი და დაუვიწყარი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი ჯემალ სეფიაშვილი.

 

ვის არ ახსოვს მისი შედევრალური სიმღერები „ჭაღარა" და „მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული" - შეუდარებელი მედეა ძიძიგურის შესრულებით, ან „საყვარლის კაბას ვამსგავსებ", „დაშვებული ფარდები", „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო", „საშობაო", ან თუნდაც ჰიმნად ქცეული „გიხაროდენ" და შეძახილი „ჩემი ცისანა სად არის?!", რომელიც ერთგვარ ფრთიან ფრაზად იქცა, ან ლეგენდარული სიმღერა 9 აპრილზე და ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები?!

 

ჯემალ, ჩემო ძვირფასო, სულით და გულით გილოცავ 70 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ, იმ შენი საყვარელი ცისანას და ყველა ახლობლის საკეთილდღეოდ. გკოცნი და ძალიან მიყვარხარ!!!", - წერს თეა ფირცხალავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner