logo_geo
eng_logo
ლია რუსიაშვილი: არა, არა და არა – ასეთ ტელევიზიებს!
- +

20 თებერვალი. 2017. 22:38



პოეტი ლია რუსიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიახ, აუცილებლად უნდა დაიხუროს უკლებლივ ყველა ტელევიზია, რომლებიც ეწევიან ანტიეროვნულ და ანტიზნეობრივ პროპაგანდას, ახდენენ საეჭვო მენტალიტეტისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების პოპულარიზაციას სხვადასხვა გადაცემებსა და თოქ-შოუებში მიწვევით. სჯობს ტელევიზორი საერთოდ გავიტანოთ სახლებიდან, ვიდრე მისი მეშვეობით თვალსა და ხელს შუა გადაგვიგვარდეს ჩვენი შვილების ცნობიერება და ისინი, ღმერთმა ნუ ქნას, არხის პატრონთაგან (ჟურნალისტებს შეგნებულად არ ვახსენებ) გაპიარებულ, თავზარდამცემ სუბიექტებს დაემსგავსონ. ნურავინ იტყვის, რომ თავად ოჯახს შეუძლია ამ საშიშროებისგან შვილების დაცვაო. მარტოდენ ოჯახი რას გახდება იმ უზარმაზარი ზემოქმედების მქონე მონსტრის, ტელევიზიის წინაშე, რომელიც თანამედროვე მსოფმთავრობის ერთერთ მთავარ, სულიერების დამანგრეველ იარაღს წარმოადგენს?! და რომ ეს ასეა, ამაზე უკვე თვალნათლივ მეტყველებს თბილისის ქუჩებში ესოდენ მომრავლებული, უცხოპლანეტელებივით უცნაური სახიერებისა და აზროვნების მქონე ახალგაზრდობა. ინტერნეტსივრცეში, ჯერჯერობით, არჩევანის საშუალება მაინცაა, ტელეეკრანზე კი მხოლოდ იმას უნდა უყუროს მაყურებელმა, რასაც თავად შეურჩევენ და მიაწვდიან შენელებული მოქმედების სამსალასავით. შესაბამისად, ახლა კი არა, უკვე რახანია, საჭიროა, რომ განგაშის ზარები დავარისხოთ,

არა, არა და არა- ასეთ ტელევიზიებს!",- წერს ლია რუსიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner