ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ანგარიშის პრეზენტაცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
„საქართველო ძალიან დასაფასებელია თავისი შემწყნარებლობის გამო, რომელსაც იჩენს სხვადასხვა რელიგიის მიმართ. პირველად, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვესტუმრე მეტეხის ეკლესიას და მიმდებარე ეზოს, საიდანაც იხსნება ულამაზესი ხედი. აქ ვხედავ მართლმადიდებლურ ტაძრებს, ვხედავ სინაგოგებს, ვხედავ მუსლიმურ მეჩეთებს - ეს არის საქართველო, ასეთი შეგრძნება გამიჩნდა", - განაცხადა იან კელიმ.