logo_geo
eng_logo
სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
- +

18 თებერვალი. 2016. 17:21



„უპრეცედენტო შემთხვევა", - ასე აფასებს ტელეკომაპანია „მაესტრო" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პირველმა ინსტანციამ არ გააუქმა კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.


გადაბაძის თქმით, სასამართლო ცდილობს, საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში იხილებოდა, 24 საათში დაასრულოს. გადაბაძე ასევე ვარაუდობს, რომ ხვალ სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება.


მიუხედავად ამისა, გადაბაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას.


შეგახსენებთ, ხვალ, 19 თებერვალს, ტელეკომპანია „მაესტროში" კრედიტორთა საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც უნდა გადაწყდეს ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner