logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას!
- +

28 მარტი. 2016. 15:12



თუ რესპუბლიკური პარტია გავა კოალიციიდან, დარჩება თუ არა ის გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე? - ამ კითხვას გიგლა აგულაშვილი პასუხობს, რომ  „ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება~.



მე ნამდვილად არ ვიცი, როდის გაკეთდება განცხადება. პროგნოზირებას ვერ შევუდგები. ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ვარ აქ და სანამ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს სხვანაირად, მაგალითად მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, მე შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ჩარჩოებში, როგორც დღემდე, არანაირ სხვაობას ამაში ვერ ვხედავ და ვერც იმაში ვერ ვხედავ ტრაგედიას, თუ პრემიერი სხვანაირად გადაწყვეტს.

 

 

დავტოვებთუ არ დავტოვებთ, ამის თაობაზე იქნება განცხადება, ამ განცხადებაში იქნება ნათქვამი ყველა მიზეზი. ამის შემდეგ უკვე მეც მექნება საშუალება, კომენტარი გავაკეთო. ხედავთ, რომ ვმუშაობ, ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა. თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner