logo_geo
eng_logo
„როდესაც ამ ქვეყანაში არაფერი მუშაობდა, სკოლის კარი ერთი დღით არ დაკეტილა, რაც პედაგოგების დამსახურებაა“
- +

21 თებერვალი. 2017. 00:02



„ხელფასზე რომ იყოს მხოლოდ დამოკიდებული მასწავლებლების მოტივაცია, ვიცით, რომ წლები იყო ამ ხალხს ხელფასი პრაქტიკულად არ ჰქონდა. ის მიზერული ხელფასი, რომელსაც არცკი ჰქვია ხელფასი, იმასაც არ აძლევდნენ. როდესაც ამ ქვეყანაში არაფერი არ მუშაობდა აღარც ქარხანა იყო, აღარც სახელმწიფო უწყება სკოლის კარი ერთი დღით არ დაკეტილა. ამ ხალხს მოტივაცია აქვთ დაუძლეველი და ეს ყველაფერი მოდის ბავშვებიდან, მათი სიყვარულიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელფასზე არ უნდა ვიზრუნოთ. მიხარია, რომ თანდათან ჩვენ ვახერხებთ ხელფასის გაზრდას", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერიების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „მძიმე კაცთან" ისაუბრა. როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, აუცილებელია პეტაგოგებისთვის მოტივაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და პოზიტიური განწყობები დაინერგოს.  



„სასწრაფოდ გასაკეთებელი განათლების სისტემაში არის მოტივაცია და ხელის შემშლელების აღმოფხვრა. ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მოტივაციაზე ვიმოქმედოთ ანუ მოსწავლის მოტივაცია გავაუმჯობესოთ, რადგან ადამიანი განწყობის არსებაა და მისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეგვიძლია უკეთესი განწყობით მივაღწიოთ მოსწავლეების მოკლევადიან პერიოდშ უკეთეს შედეგს და პედაგოგების უკეთესი განწყობით მივაღწიოთ იგივე შედეგს.

 

მოტივაციის გაზრდაში ვგულისხმობ, მაგალითად, დაფასება. მე ვფიქრობ, რომ პედაგოგების დაფასება ანუ პოზიტიური განწყობა მათ მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ჯეჯელავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner