მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რესპუბლიკური პარტიის ინიციატივას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსიტ ეხმაურება:
„მოღალატე რესპუბლიკური პარტია მოითხოვს შეწყდეს ეკლესიის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე მოვითხოვ, რომ შეწყდეს მოღალატე რესპუბლიკური პარტიის დაფინანსება ბიუჯეტიდან", - წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.