logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: „ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია
- +

21 თებერვალი. 2017. 01:02


 

„ვფიქრობ, რომ მთავარი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რას აძლევს საზეპირეოები ბავშვს?", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „მძიმე კაცთან" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, საზეპიროების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ საჭირო არაა ბავშვმა ის ინფორმაცია დაიზეპიროს, რომლის ნახვაც google-ში ან წიგნში შეუძლია.


„მე ვიცი საზეპიროები, რომლებიც ძალიან მიყვარს.მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი" მიყვარს და ბევრი მონაკვეთი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე მესმის, რატომ ვხარჯავ დროს „ვეფხისტყაოსნის" ფრაზები და სტროფები დავიმახსოვრო. „შუშანიკის წამების" შემთხვევაშ შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია ჩვენ დავსვათ შეკითხვა, რომ რას სარგებელი მოაქვს ამ საზეპიროს?

 

მაგალითად ყველა მწვერვალის სიმაღლე ან შენაკადი დავამახსოვრებინოთ ბავშვს, მანდ ესთეტიკა არ არის და რატომ უნდა დავამახსოვრებინოთ?! ჩაიწეროს წიგნში წერია, google-ში წერია და ყველგანაა. ზეპირობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ზედმეტი ზეპირობის ვარ", - განაცხადა ჯეჯელავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner