logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
- +

21 თებერვალი. 2017. 02:11


 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პაკეტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:



სასჯელის ახალი სახის - შინაპტიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის;

 

უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციების დახვეწა;

 

პენიტენციურ სისტემაში ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა;

 

უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის;

 

დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირება.

 

უფლების მინიჭება ქალ მსჯავრდებულებისთვის , სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ.

 

პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის დახვეწა;

 

ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმის დახვეწა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner