logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: უნდა დაისაჯოს!
- +

21 თებერვალი. 2017. 02:30


 

„ნებისმიერი მოტივითტელევიზიის შენობაში შეჭრა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის უნდა დაისაჯოს! უნდა დაისაჯოს! ორგანიზატორებს ვგულისხმობ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე წერს.


„ახლა რომ სიტყვის თავისუფლებას იცავენ, იმ ადამიანების 99, 99 პროცენტს არავითარი წარმოდგენა არა აქვს არც თავისუფლებაზე, არც დემოკრატიაზე, არც ტელევიზიაზე და არც, საერთოდ, ჟურნალისტიკაზე.  „საზმაუ" ჩვენი ფულით ფინანსდებაო - ჩვენი ფულით ფინანსდება შსს, ჯანდაცვა, განათლების სამინისტრო, თავდაცვის სისტემა, იუსტიცია, სასამართლო, პროკურატურა, სპეცსამსახურები, პარლამენტი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაფრისმაქნისი მთავრობები, საპენსიო ფონდი, სოციალური დახმარებები... გავაგრძელო? რაღაც არ მახსენდება, ოდესმე ვინმე თუნდაც მერაბიშვილის სამინისტროში შეჭრილიყო - მისი მუშაობით ყველა კმაყოფილი იყავით, არა? დავაცადოთ იმ ხალხს მუშაობა და თუ დახმარებაა, რჩევებით და ფულით დავეხმაროთ და არა მუქარით და შეჭრებით..." ,- წერს ქორიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner