logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: მეუფე პეტრე სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის „სიამის კატაა“
- +

21 თებერვალი. 2017. 02:59


 

„ვინმეს ხომ არ დაავიწყდა, რამდენიმე წლის წინათ როგორ დავეტაკე 4 მიტროპოლიტს, რომლებიც პატრიარქს თავზე დაადგნენ და ეუბნებოდნენ, გადადექიო!" - ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. როგორც ამაშუკელი აცხადებს, საქართველოს ეკლესიაში ჩანერგილი „ნაციონალები" დღესაც არიან და სააკაშვილის ინტერესებს ემსახურებიან.


„საქართველოს ეკლესიაში ჩანერგილი "ნაციონალები" დღესაც იქ არიან და კვლავ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურებიან! ვინმეს ხომ არ დაავიწყდა, რამდენიმე წლის წინათ, როგორ დავეტაკე 4 მიტროპოლიტს, რომლებიც პატრიარქს თავზე დაადგნენ და ეუბნებოდნენ, გადადექიო! ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მაშინ შევუთვალე, შენი წვერებისგან წინდების მოვიქსოვ-მეთქი, ფოთის მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილს კი ტელეფონზე დავურეკე და ცოცხალ-მკვდარი ვაგინე! ამ დღეებში მამა ლევან ფირცხალაიშვილმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის „სიამის კატა" უწოდა! ვაღიარებ, რომ ცხოვრებაში პირველად შემშურდა სხვის მიერ გაკეთებული ასეთი ზუსტი შედარება და სიამოვნებით გავიმეორებ მამა ლევანის სიტყვებს - დიახ, მეუფე პეტრე სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის „სიამის კატაა" . იქნებ პროკურატურა დაინტერესდეს, ვინ არის პეტრე ცაავა, როგორ მოხვდა ეკლესიაში, სწრაფი ტემპით როგორ აღზევდა და რა ქონება აქვს დაგროვილი?! პირდაპირ ვაცხადებ, რომ მეუფე პეტრე არის სააკაშვილის ყანდური და გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება იგი საპატრიარქოს ტელევიზიას ხელმძღვანელობდეს?!" - აცხადებს რეზო ამაშუკელი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner