logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი „რუსთავი 2“-ზე: უსასრულოდ გრძელდება მათი ტყუილები...
- +

21 თებერვალი. 2017. 03:06


 

„რუსთავი 2" - ეს ის „დემოკრატიული და მართალი" ტელევიზია არ არის? ჩემი უმწიკლო, 19 წლის პატარა ბიჭი და მისი პატარა მეგობრები ბანდიტების დაჯგუფებად რომ მონათლა და მთელს საქართველოს ამცნო, ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო", - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.


„ეს ის „რუსთავი 2" არ არის, სანდრო გირგვლიანი - დედისერთა, წამებით მოკლული ბიჭი - სვანების დაჯგუფების წევრიაო რომ გვამცნო და სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულიაო. „რუსთავი 2" - ეს ის მართალი ტელევიზია არ არის, 2008 წლის გაუაზრებელი, წაგებული ომი მოგებულად რომ გამოგვიცხადა და აზეიმა ქართველებს. რამდენი ერთი ჩამოვთვალო, უსასრულოდ გრძელდება მათი ტყუილები.

 

ახლა კი თურმე „ყველაზე დიდი მართლმადიდებელი" გვარამია, ქრისტეს და მარო მაყაშვილის გზისკენ მოგვიწოდებს, მხოლოდ სიცილის მომგვრელია ეს ყველაფერი. მე კი ამდენი სიცრუით, დანაშაულებით და ბოროტებით დამძიმებულთ, „რუსთავი 2"-ს და „ნაცებს" მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ ყველაფერზე, გულით მოინანიოთ უფლის წინაშე, ისევ თქვენივე სულების გადასარჩენად, იქნებ გეშველოთ რამე",- წერს მეტრეველი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner