ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ერთი „ნაცური" სააგენტო წერს - ნატანებში ქარსაცავი ზოლის განადგურება ხდება ივანიშვილის ხის გასატარებლადო. ველოდები ამ განადგურებული ზოლის ან თუნდაც რამდენიმე მოჭრილი ხის ამსახველ ფოტოს ან ბოდიშის მოხდას ტყუილის ტირაჟირებისთვის. ჯერ ერთი, ქარსაცავ ხეს ვერ მოჭრიან სპეციალური ნებართვის გარეშე. მეორე, მსგავსი ნებართვაც არ გაცემულა და არცერთი ხე არ მოჭრილა. მესამე, ხეების გადაბელვას აწარმოებს ენერგო პრო. და მეოთხე, თავისუფალი მედია უპასუხისმგებლო მედიის სინონიმი არ არის! თუმცა „ნაცების" მედიას პასუხისმგებლობას ვერც მოსთხოვ", - წერს უძილაური.