logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთა
- +

21 თებერვალი. 2017. 10:55



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, აღკვეთილ იქნა დიდი ოდენობით  კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი.


გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO"-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია  ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner